ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება დღევანდელ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა თუ სახელმწიფოსა და საზოგადოების ნებისმიერ საკითხში, ამიტომ ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში უკვე აუცილებლობას წარმოადგენს.
ისტის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებებისა და რესურსების შექმნა, რომელიც აუცილებელია კარგი გაკვეთილის ჩატარებისა და ახალი ინფორმაციის მიღებისათვის.
I-დღე
პირველ დღეს ტრენინგზე ვისწავლეთ თუ როგორ უნდა მოვიძიოთ რაღაც კონკრეტული ინფორმაცია, რადგან გაკვეთილის პროცესი გავხადოთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. აუცილებელია ასევე მოსწავლის ასაკსა და ინტერესებზე მოვარგოთ ჩემს მიერ მოძიებული მასალა, რაშიც ინტერნეტ სივრცე დამეხმარება.
II-დღე
ტრენინგის მეორე დღე დაეთმო თუ, როგორ მოვამზადოთ კარგი გაკვეთილი საფეხურების მიხედვით. როგორ დავგეგმოთ კარგად ორგანიზებული გაკვეთილი სწავლების სამფაზიანი მოდელი და სწავლა- სწავლების, რამდენიმე ეფექტური სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით.
III-დღე
ტრენინგის მესამე დღე დაეთმო იმას, რომ ვისწავლეთ ეფექტური სასწავლო პრეზენტაციის შექმნა Microsoft Poverpoint-ში , რაც დაგვეხმარება გაკვეთილის პროცესი უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდეს, რადგან ამით უფრო მეტად დაიმახსოვრებენ ვიზუალურ მასალას, რათა გაკვეთილი თემატურად გავაფორმოთ საინტერესო მასალებით და მოსწავლეს გავუმდიდროთ თვალსაწიერი.
IV-დღე
მეოთხე დღე დაეთმო წინა დღეს ნასწავლი მასალის უკვე პრაქტიკაში გამოყენებას, ტრენერმა დაგვირიგა თემები და გვთხოვა ამ მეთოდით გაგვეკეთებინა გაკვეთილის პრეზენტაცია poverpointshi, სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრენერმა მოგვცა მითითებები კონკრეტულ შეცდომებზე და შევიტანეთ მათში ცვლილებები.
V-დღე
მეხუთე დღეს ვისწავლეთ ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაშები, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს მიერ დაგეგმილ გაკვეთილის პროცესში, გაკვეთილი გახდება მეტად საინტერესო და გამდიდრებული ვიზუალური მასალით.
VI-დღე
მეექვსე დღეს ავტვირტეთ gogl doc-ში ჩვენს მიერ ინდივიდუალურად შესრულებული გაკვეთილის გეგმები , ასევე ვისწავლეთ ჩვენი Blogger-ის შექმნა და შიგ მუშაობა, სხვადასხვა მანიპულაციების კეთება, საკუთარ ბლოგში ავტვირთეთ ჩვენს მიერ გაკეთებული გაკვეთილის გეგმები, პრეზენტაციები და სხვა,
VII-დღე
მეშვიდე დღეს ვისწავლეთ სწავლების სხვადასხვა ფორმის შეფასებები გავიხსენეთ ცხრილების აგება და მათი ჩასმა Word-ის დოკუმანტში ესენია; სქემები, რუბრიკები, ნიშნების წერის სისტემა და სხვა.
VIII-დღე
მერვე დღეს ვისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ფორმები.
IX-დღე
მეცხრე დღეს გავიხსენეთ dogg-ში მუშაობის პროცესი, დაკოპირება ვორდის დოკუმენტში პრეზენტაციებისა და გაკვეთილის სქემების, ასევე ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგის ფონის შეცვლა და შენახვა.
X-დღე
მეათე დღეს ვისწავლეთ თუ რა მნიშვნელობა ააქვს მოსწავლეებისათვის სასწავლო პროექტებს მათი განვითარებისათვის და როგორ დავგეგმოთ კარგი პროექტი. ასევე ვისწავლეთ ტექნიკური ელემენტები, ესენია; ტექსტისა და დოკუმენტების თარგმნა სხვადასხვანაირად. დღის ბოლოს ტრენენმა მოგვცა ინდივიდუალურად შესასრულებელი დავალება თვითეული პროექტის შესახებ.
XI-დღე
მეთერთმეტე დღეს ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები განვიხილეთ და ტრენერმა მოგვცა უკუკავშირი, დავალება მოგვეცა პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა გასაკეთებლად.
XII-დღე
განვიხილეთ შესრულებული პროექტის განმავითარებელი შეფასების პრეზენტაცია, გავასწორეთ ტრენერის მითითებული ხარვეზები, გავეცანით პორთფოლიოს მნიშვნელობა აუცილებლობას და ასევე შევისწავლეთ ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დანხილვა.
XIII-დღე
ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების დადება, საკუთარ ბლოგზე განვათავსე ჩემს მიერ შექმნილი პროექტი და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. გავეცანით ჯგუფის წევრების ბლოგებს და დავაკომენტარე ზოგიერთი მათგანი.