პროექტები


პროექტის სახელწოდება
ახალციხის  რეგიონის ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები:


პროექტის მთავარი იდეა
მოსწავლე ამ პროექტით ისწავლის და გაანალიზებს ეკოლოგიის იმ ძირითად პრობლემებს, რომლის დაცვა და ბუნების გაფრთხილება თითოეული ჩვენთაგანის პირდაპირი ვალია და დაარწმუნებს სხვა ადამიანებსაც მის არსებობის აუცილებლობაზე.
,,ბუნება გვჭირდება ჩვენ ადამიანებს, ბუნებას არ ვჭირდებით ჩვენ’’

პროექტის მნიშვნელობა/ აქტუალობა
იმის გათვალისწინებით თუ,  როგორი ეკოლოგიური პრობლემების კრიზისი დგას სამცხე- ჯავახეთის რეგიონში კერძოდ: ახალციხის მიმდებარე  ტერიტორიაზე, სადაც თვითოეული ჩვენთაგანისათვის საფრთხეს წარმოადგენს,  ამიტომ მოსწავლეებისათვის აქტუალურია თემა, თუ როგორ გადავარჩინოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო.
პროექტის მიზნები
მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა კონკრეტული ღონისძიებებისგ  გატარებით.
➤ მოსწავლე  მსჯელობს მოსახლეობის, ოჯახის,რეგიონის, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოსდაცვითი უსაფრთხოების შექმნის მიზანზე.
➤მოიძიებს ინფორმაციას და ანალიზს აკეთებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით.
მოსწავლეთა ასაკი
16-17 წელი
მოსწავლეთა რაოდენობა
6 მოსწავლე, მათ შორის არცერთი არ არის სსსმ მოსწავლე
ვადები/ ხანგრძლივობა
ორი თვე
მოსალოდნელი შედეგები/ პროექტები/ რა შეიძლება შეიქმნას
შექმნიან ბლოგს, სადაც მათ მიერ შესრულებული დავალება იქნება შეტანილი,  კედლის გაზეთს, მოამზადებენ და წარმართავენ პრეზენტაციას შესაბამისი აუდიტორიისათვის, წარმოადგენენ თავისი ხელით გაკეთებულ ნახატებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
IX კლასის სახელმძღვანელო, სკოლის ბიბლიოთეკა, თაბახის  ფურცელი, ფერადი ფანქრები, მარკერები, კალამი, რვეული, კომპიუტერი, ფოტო აპარატი და პროექტორი, შექმნიან კლასის ბლოგს, სადაც მათ მიერ შესრულებული დავალება იქნება აღწერილი.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები
აქტივობა 1.
მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შეარჩია პროექტის თემა, ,,გლობალურ ეკოლოგიური პრობლემები“ კერძოდ:
,,ხე-ტყის დეგრადაცია“
,, გამონაბოლქვი“
,,ყველგან ნაგავი“
მასწავლებელი მოსწავლეებს არწმუნებს თემის აქტუალობაში.
აქტივობა 2
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს წყვილებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და  აძლევს დავალებას დაფარული კონვერტის საშვალებით, სადაც თემები არის დაწერილი, ვის რომელი  თემა შეხვდებათ იმასთან დაკავშირებით იძიებენ  პრობლემებს და აკეთებენ პროექტს.
აქტივობა 3
მასწავლებელი თვითეულ წყვილს ავალებს სამუშაოს თავიანთ  თემიდან გამომდინარე, რომ მათ  მოიძიონ მასალები საკუთარი წიგნებიდან, დახმარება სთხოვონ ინტეგრირებული საგნის მასწავლებლებს და ჩაინიშნონ დამატებით მოპოვებული ინფორმაცია რვეულში, დაიხმარონ სკოლის ბიბლიოთეკა ინფორმაციის გასამდიდრებლად ასევე გადაიღონ სურათები საკუთარი თემების ირგვლივ, გავიდნენ სხვადასხვა ადგილებზე, სადაც მეტია  საშიში ეკოლოგიური მდგომარეობა, მაგ; რა მდგომარეობაა ურავლის ტყეში ხე-ტყესთან დაკავშირებით ან გადაიღონ უშვალოდ ქალაქის ნაგავსაყრელები და აღბეჭდონ ფოტოზე ავტომობილების რაოდენობა  ახალციხის  ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტიდან.
აქტივობა 4
მოსწავლეები სანამ გავლენ რეგიონში, მანამდე იძიებენ ინტერნეტის დახმარებით, სად რა პრობლემაა მეტად აქტუალური.
აქტივობა 5
მოსწავლეები გადიან  რეგიონში, სადაც მეტია თავიანთ თემებთან დაკავშირებული პრობლემები და იწყებენ კვლევებს, ხდება სურათების აღბეჭვდა და ჩანაწერების გაკეთება, მათ ააქვთ ორი თვე ინფორმაციის შეგროვება, შეჯამება  და ბოლოს პრეზენტირებისათვის.
აქტივობა 6
მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები ჩაიბარა მასწავლებელმა და  მისცა უკუკავშირი მათ მიერ მოტანილ და შეგროვებულ მასალებთან დაკავშირებით.
აქტივობა 7
ერთად შეჯამებული თითვეული პროექტის დავალებას გაუკეთდა პრეზენტაცია სლაიდებით, შეიქმნა კედლის გაზეთი და საკუთარი ხელით დახატეს თემებთან დაკავშირებული ნახატები.  თემები და ვიზუალური მასალა მომზადდა აუდიტორიის წინაშე გასატანად, პროექტს ესწრებოდნენ ინტეგრირებული საგნის მასწავლებლები და ასევე საგნის კათედრის წევრები და თემასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირები.
აქტივობა 8
პროექტი გატანილ იქნა აუდიტორიის წინაშე, რომელიც წინასწარ მომზადდა.
აქტივობა 9
 წყვილებმა წარადგინეს თავიანთი თემები, ზედ დართული პრეზენტაციებით, რომელიც პროექტორის საშუალები გავიდა  ფართო ეკრანზე.
აქტივობა 10
 საკუთარი ხელით  შექმნილი ნახატები გამოიფინა აუდიტორიის ერთ-ერთ კედელზე სადაც მოხდა მათი დათვალიერება.
აქტივობა 11
მოსწავლეებმა თავიანთ მიერ შექმნილ ბლოგზე ატვირთეს ინფორმაცია რომლის შეგროვებაც მოხდა მათ მიერ.

საგნებთან/ საგნობრივი ჯგუფებთან კავშირი
სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია და ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი
შორენა ზაზაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა


პროექტის ვებ. გვერდის ბლოგი.





პრეზენტაციის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
პრეზენტაციის თემის ვიზუალური მხარე
ტრაფარეტული და უინტერესოა
ცდილობს დააინტერესოს აუდიტორია
ვიზუალურად გამართულია
პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე
არ არის გამართული
ნაწილობრივ გამართულია
სრულად არის გამართული
მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოძიება დამოუკიდებლად
მოსწავლე ვერ იძიებს დამოუკიდებლად ინფორმაციას
მოსწავლე ნაწილობრივ იძიებს ინფორმაციას
მოსწავლეს დამოუკიდებლად კარგად გამოსდის ინფორმაციის მოძიება
მოსწავლეს შეუძლია მოძიებული მასალის პრეზენტირება
მოსწავლე ვერ აკეთებს მოძიებული მასალის პრეზენტირებას
მოსწავლე ნაწილობრივ აკეთებს მოძიებული მასალის პრეზენტაციას
მოსწავლეს კარგად შეუძლია მოძიებული მასალის პრეზენტირება
მოსწავლეს შეუძლია აუდიტორიასთან კონტაქტი
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტი
პერიოდულად ცდილობს დაამყაროს აუდიტორიასთან კონტაქტი
გრძნობს აუდიტორიასთან კონტაქტს, ფლობს კარგ კომუნიკაციის უნარს
მოსწავლეს შეუძლია პასუხი აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხის გაცემა
სცემს პასუხს, მაგრამ ხშირად არ არის გამართული
კარგად სცემს  პასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს


2 комментария:

  1. ქალბატონო შორენა ძალიან მომეწონა თქვენს მიერ შექმნილი პროექტი, წარმატებებს გისურვებთ.

    ОтветитьУдалить
  2. ქალბატონო შორენა მომწონს თქვენი პროექტი. გისუწვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить