გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკები



გაკვეთილის მთავარი თემა
დედამიწის შინაგანი აგებულება
სწავლების საფეხური
საბაზო  VII კლასი

მოსწავლეთა პროფილი
6 მოსწავლე, მათ შორის არცერთი არ არის სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ როლი აქვს დედამიწის შინაგანი აგებულებას მასზე სიცოცხლის არსებობაში.
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ დედამიწა, ერთი მთიანი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის არსებობისთვის აუცილებელია მისი ყველა შემადგენელი ელემენტის გამართულად ფუნქციონირება
გაკვეთილის მიზანი
გეო.VII.5.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან დედამიწის გარეგანი აგებულება, მაგ; ატმოსფერო ლითოსფერო ბიოსფერო..
შეფასების საგანი
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარი შეფასების რუბრიკებით(განმსაზღვრელი, განმავითარებელი.)
სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები
სახელმძღვანელომარკერი, თაბახის ფურცელი, საკომუნიკაციო საშვალება კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა
                       A-ფაზა         
                   
აქტივობა -1 
                       (15წთ)
                                                                                            
 
საშინაო დავალების შემოწმება   და ზეპირი                       გადმოცემა, ნასწავლი გაკვეთილიდან დამატებით ამომწურავი კითხვები

.
                 
 B-ფაზა (ცოდნის კონსტრუირება)
                       „ 
გონებრივი იერიში
      მონაწილეობს მთელი კლასი, კითხვა- პასუხის რეჟიმი.



                                   
აქტივობა- 2.

                                         (5წთ)                               
   მასწავლებელი ასახელებს ახალი ასახსნელი       მასალის სათაურს  „ დედამიწის ფორმა და აგებულებასვამს კითხვას: რა ინფორმაცია ააქვთ მოსწავლეებს ამ  თემასთან დაკავშირებით.
                              
დაისმის კითხვები;
1.რა ვიცით ზოგადად დედამიწის შესახებ?
2.
როგორი ფორმა ააქვს დედამიწას?
3.
რა სასიცოცხლო რესურსებით გამოირჩევა დედამიწა სხვა პლანეტებისაგან?
4.
იცით თუ არა დედამიწის მოძრაობის შესახებ?
5.
არის თუ არა დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე სიცოცხლე?
6.
რამდენგვარია დედამიწის ქერქი?

                                   
აქტივობა- 3. 

                                      (8წთ)                            
მასწავლებელი აძლევს ინდივიდუალურად დავალებას, წაიკითხონ ახალი გაკვეთილის ტექსტი მოსწავლის სახელმძღვანელოში.


                                  
  აქტივობა-4.  

                                          (5წთ)                            
შესასრულებელი დავალების  დასრულების შემდეგ მასწავლებელი   წყვილებში ყოფს მოსწავლეებს, ურიგებს თაბახის სუფთა ფურცელს და მარკერს, მათ უნდა გააკეთონ პრეზენტაცია ახლად წაკითხულ  გაკვეთილის თემაზე.
                                      
აქტივობა-5. 

                                          (6წთ)                              
მიცემული დავალების შემდეგ, თითო წყვილიდან თითო მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას და მოკლედ საუბრობს  მოცემულ თემასთან დაკავშირებით.


                  
   C-ფაზა (შეჯამება, რეფლექსია)
                                     
აქტივობა-6.
 
                                        (6წთ)                     
 
წყვილების გამოსვლისა და თემის დასრულების შემდეგ ხდება მთლიანი გაკვეთილის შეჯერება და შეჯამება.
 
საშინაო დავალების მიცემა, მოიძიეთ ინტერნეთიდან დამატებითი ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით.



                                                შეფასების რუბრიკა




        5-6 ქულა
        7-8 ქულა
         9-10 ქულა
მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს დედამიწის შინაგანი აგებულება.
 მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის პროცესში, გამოთქვას მოსაზრებები  ამ საკითხთან დაკავშირებით.
მოსწავლე ასახელებს დედამიწის შინაგან აგებულება, მაგრამ უჭირს ამ პროცესის სრულყოფილად დასაბუთება
მოსწავლე ასახელებს დედამიწის შინაგან აგებულებას და ასაბუთებს მას.
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს დედამიწის შინაგან აგებულებაზე
მოსწავლეს  ნაწილობრივ შეუძლია მსჯელობა დედამიწის შინაგან აგებულებაზე.
მოსწავლე მსჯელობს დედამიწის შინაგან აგებულებაზე, მაგრამ  უჭირს შემადგენელი ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება.
მოსწავლე კარგად მსჯელობს დედამიწის შინაგან ფაქტორებზე და ასაბუთებს მას.
მოსწავლეს შეუძლია განსაზღროს, თუ რა როლს ასრულებს დედამიწის შინაგანი აგებულება ქერქი, გული და მანტია.
მოსწავლემ იცის დედამიწის შენაგანი აგებულების მხოლოდ სახელები.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა, თუ რა როლს ასრულებს დედამიწის შინაგანი აგებულება.
მოსწავლეს კარგად აქვს განსაზღვრული თუ რა როლს ასრულებს დედამიწის შინაგანი აგებულება.


Комментариев нет:

Отправить комментарий